რევოლუციამდე საქართველოში
გამოდიოდა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.ჟურნალის 1916 წლის 29-ე ნომერში (გვ. 4) დაბეჭდილია
ინფორმაცია სათაურით: „აფხაზეთის დეპუტაცია“,ინფორმაციას თან ახლავს ფოტოც.აფხაზეთის
დეპუტაციაში შედიოდნენ თავადები ა.კ. შერვაშიძე, ა.გ. შერვაშიძე, მ. ემხვარი, ა. ინალიფა
(ბატონი შალვას მოგვარე გ.ფ.) , პ. ანჩაბაძე და გლეხობის წარმომადგენლები ბ. ეზუხბაია
და ა. ჩუკბარი.გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინფორმაციიდან.
„როგორც მკითხველებმა იციან,აპრილის ბოლო რიცხვებში
თბილისს ეწვია აფხაზეთის დეპუტაცია,რომელიც მეფის ნაცვალს წარუდგინა და აფხაზეთის სახელით
სხვადასხვა მოთხოვნილება მოახსენა.მოთხოვნილება იგი შეეხებოდა აფხაზეთის ახლანდელ მდგომარეობას
და მათ კულტურულ-ეკონომიუ ზრდა-განვითარების საქმეს.
მათო მოთხოვნილება შემდეგი
იყო: მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება აქამდე მივიწყებულ სოხუმის ოლქს, 2. გაიხსნას
იქ რაც შეიძლება მეტი სკოლები,უმთავრესად პრაქტიკული ხასიათისა, 3. გაყვანილ იქნას
ახალი გზები და შესწორებული - ძველი. 4. სწავლა სკოლებში წარმოებდეს მშობლირ ენაზე
(ქართულზე და აფხაზურზე), 5. სოხუმის ოლქი გამოყოფილ იქნას ცალკე გუბერნიად და არას
გზით არ იქნეს შეერთებულ-მიწერილი სხვა,უცხო გუბერნიასთან (მაგ. შავი ზღვის),
6. თუ შეუძლებელი იქნება ცალკე გუბერნიად სოხუმის
გარდაქმნა და იგი რომელიმე გუბერნიას უნდა შეუერთდეს,ამ შემთხვევაში სოხუმის ოლქი შეერთებული
უნდა იქნეს ქუთაისის გუბერნიასთან, ქ. სოხუმის ეპარქია,რადგან ის მთელი თავისი წარსულით
და აწმყოთი შესისხლხორცებულია საქართველოს ეკლესიასთან,არაგზით არ უნდა იქნეს გამოყოფილი
საქართველოს საექსარხოსოდან“.[1]
0 კომენტარი:
Post a Comment