Sunday, July 3, 2011

ლიტერატურის (ციტირება,გამოყენებული ლიტერატურა და ბიბლიოგრაფია) მითითება Chicago სტილში

ლიტერატურის (ციტირება,გამოყენებული ლიტერატურა და ბიბლიოგრაფია) მითითება Chicago სტილში.

პირველ რიგში,ამისათვის საჭიროა Microsoft Office 2007 (ან უფრო ახალი).შემდეგ გავხსნათ ვორდის ფაილი და დავიწყოთ აკრეფვა.

ნაბიჯი I: როცა მორჩება წინადადების ციტირება და გინდათ რომ მიუთითოთ,ამისთვის საჭიროა: Word-ში ავირჩიოთ Reference ,ავირჩიოთ Style: Chicago .ბაზაში Manage Sources _დან ჩავამატოთ შესაბამის ლიტერატურა.იხ.სურათი #1:



გამოჩნდება მონაცემების შესავსები ბაზა,სადაც უნდა მივუთითონ წიგნის ავტორი,სათაური,წელი,ქალაქი და გამომცემელი.ამის შემდეგ,წიგნი იქნება ბაზაში.

ნაბიჯი II: თუ თქვენ უკვე გააკეთეთ ციტირება,უკვე დროა მიეთითოს ამის შესახებ სქოლიოში.ეს კი ასე კეთდება: ისევ Reference ,მერე იქ არის AB insert Footnote ,ამაზე დაკლიკვით გამოჩნდება ციტირების მაჩვენებელი იმ წინადადების ბოლოს,სადაც მოხდა ციტირება (ამისთვის ასევე საჭიროა,რომ კურსორი ჩააგდოთ ციტირებული წინადადების ბოლოს).წიტირება დაინომრება,მაგ. ეს თუ იყო პირველი ციტირება,შესაბამისად იქნება „1“ .

იხ.სურათი #2:


რაც მთავარია,ამის შემდეგ გაჩნდება სქოლიო,სადაც ხდება ციტირებული ლიტერატურის მითითება.იხ.სურათი #3:


სქოლიოში მითითება კი,შემდეგნაირად ხდება: Reference >> Bibliography >> Insert Bibliography (იხ.სურათი #2 ,ზემოთ).

სულ ეს არის ციტირების მითითება.ხოლო რაც შეეხება გამოყენებული ლიტერატურისა და ბიბლიოგრაფიის მითითებას,ამისათვის საჭიროა,რომ ყველა ლიტერატურა იყოს ჩაყრილი ბაზაში და შემდეგ: Reference >> Bibliography >> და დავაკლიკოთ პირველივეზე - Bibliography_ზე.

ასევე შეგიძლიათ,რომ ეს ყველაფერი იხილოთ ვიდეო ვერსიით:

დამატებით კითხვები ბლოგზე ან მეილზე: http://levo-jgerenaia.blogspot.com

მეილი: levo_j@yahoo.com

Facebook: http://www.facebook.com/profile.php?id=1550974201

ლევან ჯგერენაია

0 კომენტარი:

Post a Comment