არასამართლიანი ბლოგი
"აქ შემომსვლელებმა,იმედები დატოვეთ გარეთ"
Sunday, September 25, 2011
შევარდნაძის მიმართვა ნიკიტა ხრუშჩოვისადმი
| შეფასება: |
„აფხაზეთის დეპუტაცია“
| შეფასება: |
Sunday, July 3, 2011
ლიტერატურის (ციტირება,გამოყენებული ლიტერატურა და ბიბლიოგრაფია) მითითება Chicago სტილში
პირველ რიგში,ამისათვის საჭიროა Microsoft Office 2007 (ან უფრო ახალი).შემდეგ გავხსნათ ვორდის ფაილი და დავიწყოთ აკრეფვა.
ნაბიჯი I: როცა მორჩება წინადადების ციტირება და გინდათ რომ მიუთითოთ,ამისთვის საჭიროა: Word-ში ავირჩიოთ Reference ,ავირჩიოთ Style: Chicago .ბაზაში Manage Sources _დან ჩავამატოთ შესაბამის ლიტერატურა.იხ.სურათი #1:
გამოჩნდება მონაცემების შესავსები ბაზა,სადაც უნდა მივუთითონ წიგნის ავტორი,სათაური,წელი,ქალაქი და გამომცემელი.ამის შემდეგ,წიგნი იქნება ბაზაში.
ნაბიჯი II: თუ თქვენ უკვე გააკეთეთ ციტირება,უკვე დროა მიეთითოს ამის შესახებ სქოლიოში.ეს კი ასე კეთდება: ისევ Reference ,მერე იქ არის AB insert Footnote ,ამაზე დაკლიკვით გამოჩნდება ციტირების მაჩვენებელი იმ წინადადების ბოლოს,სადაც მოხდა ციტირება (ამისთვის ასევე საჭიროა,რომ კურსორი ჩააგდოთ ციტირებული წინადადების ბოლოს).წიტირება დაინომრება,მაგ. ეს თუ იყო პირველი ციტირება,შესაბამისად იქნება „1“ .
იხ.სურათი #2:
რაც მთავარია,ამის შემდეგ გაჩნდება სქოლიო,სადაც ხდება ციტირებული ლიტერატურის მითითება.იხ.სურათი #3:
სქოლიოში მითითება კი,შემდეგნაირად ხდება: Reference >> Bibliography >> Insert Bibliography (იხ.სურათი #2 ,ზემოთ).
სულ ეს არის ციტირების მითითება.ხოლო რაც შეეხება გამოყენებული ლიტერატურისა და ბიბლიოგრაფიის მითითებას,ამისათვის საჭიროა,რომ ყველა ლიტერატურა იყოს ჩაყრილი ბაზაში და შემდეგ: Reference >> Bibliography >> და დავაკლიკოთ პირველივეზე - Bibliography_ზე.
ასევე შეგიძლიათ,რომ ეს ყველაფერი იხილოთ ვიდეო ვერსიით:
დამატებით კითხვები ბლოგზე ან მეილზე: http://levo-jgerenaia.blogspot.com
მეილი: levo_j@yahoo.com
Facebook: http://www.facebook.com/profile.php?id=1550974201
ლევან ჯგერენაია
| შეფასება: |
Thursday, June 16, 2011
საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები საქართველოში
შესავალი
წინამდებარე თემის კვლევის საგანს წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმების წარმოჩენა კონსტიტუციურ და კერძო სამართლის ჭრილში.კერძო სამართლის ჭრილში განხილულია,მხოლოდ ჩუქების ინსტუტუტიდან - ნორმა,რომელიც ითვალისწინებს ნაჩუქარი ქონების უკან გამოთხოვას.
ნაშრომში ასევე განხილულია საკუთრების უფლების დაცვა საერთაშორისო ასპექტებში,რაც მოიცავს საერთაშორისო შეთანხმებების მნიშვნელობას ქართულ კანონმებლობაში,საკუთრების უფლების დაცვის ფარგლებში; ასევე მოყვანილია სხვადსხვა ქვეყნის კონსტუტუციის ნორმები გაანალიზება,რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების დაცვას.
წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში არის რამდენიმე რეკომენდაცია,რომელიც უკავშირდება განხილულ საკითხებში აღმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრას.
თემის აქტუალობა
თემის აქტუალობას წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმების გააზრება და მასში არსებული პრობლემების წარმოჩენა.
თემის მიზანი
თემის მიზანს წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენა,მისი აღმოფხვრის საშუალებების შემუშავების მეთოდები და კონკრეტული რეკომენდაციები.
სამეცნიერო სიახლე
ნაშრომის სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს:
1. საკუთრების უფლების წარმოჩენა ქართულ საკანონმებლო ჭრილში და საერთაშორის ასპექტები;
2. იურიუდიული პირებთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო მიმართულების შემუშავება;
3. საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების და ხარვეზების აღმოფხვრის გზები;
4. საკუთრებს უფლების კონსტიტუციურ ჭრილში დაცვის მექანიზმები და მასში არსებული პრობლემების გამოვლენა.
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია რამდენიმე პრობლემატური საკითხი,როგორც კონსტიტუციური სამართლიდან (საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში) ასევე კერძო სამართლის მიმართულებიდან - ჩუქების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
წინამდებარე ნაშრომს თან ერთვის:
Ø სარჩევი;
Ø ციტირებული ლიტერატურის ნუსხა;
Ø გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა;
Ø ბიბლიოგრაფია.
ნაშრომის შედგენბა ოთხი პარაგრაფისგან.ყველა პარაგრაფში თანმიმდევრულად არის განხილული ის პრობლემატური საკითხები,რომელიც უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვასა და შეზღუდვას.
პირველ პარაგრაფში არის ზოგადი მიმოხილვა საკუთრების უფლების მიმოხილვისა;ასევე მასში არის შესული საკუტრების უფლების მოკლე წაროშობის ისტორიული ექსკურსი და განვითარება.
მეორე პარაგრაფში განხილულია საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები,ასევე საერთაშორი ასპექტები,სხვადასხვა კონვენციებთან და ხელშეკრულებებთან მიმართებაში.აქვე არის მოყვანილი რამდენიმე სასამართლო პრაქტიკა,ქართული სასამართლოდან.
მესამე პრაგრაფში განხილულია საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლები,რომელსაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.საუბარი მასში მოცემულ ბუნდოვან ფრაზებზე,წინადადებებზე და ტერმინებზე.
მეოთხე პარაგრაფში საუბარი საკუთრების უფლების დაცვაზე კერძო სამართლში ჭრილში.კერძოდ კი,განხილუია ჩუქების ინსტიტუტში არსებული ნორმა,რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ითვალისწინებს ნაჩუქარი ქონების უკან გამოთხოვას გამჩუქებლის მიერ.განხილუია მისი შესაბამისობა კონსტიტუციის 21-ე მუხლთან.
ნაშრომის ბოლოს კი,მოცემულია დასკვნა,სადაც თავმოყრილია ნაშრომის განხილული პრობლემები,რომლებიც დამატებით კვლევას საჭიროებენ.ასევე არის რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაციები.
ლევან ჯგერენაია
| შეფასება: |
Friday, May 27, 2011
ფრენშაიზინგის წარმოშობა
შესავალი
იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, ფრენშაიზინგის ხელშეკრულებას არა აქვს ძალიან დიდი წარსული,თუმცა ის,უკვე დიდი ხანია უკვე არსებობს.
ფრენშაიზინგი,განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული.
ფრენშაიზინგის წარმოშობა
ფრენშაიზინგი,როგორც ტერმნინი და მისი წარმოშობა,საკმაოდ საკამათოა.სამართლის ლიტერატურაში,განსხვავებებსაც ხშირად ვხვდებით.
ინგლისურენოვანი ლიტერატურის მიხედვით „ფრენშაიზინგი“ წარმოიშვა ინგლისური სიტყვისაგან „Franchising” და ქართულად ნიშნავს ,პრივილეგიას.ფრენშაიზინგი,როგორც კომერციული საქმიანობის მეთოდი და ხელშეკრულების სპეციფიკური სახეობა,პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენდა და აქედან შემდეგ მთელმსფოფლიოში გავრცელდა.[1]
ისტორიულ ფესვებს,ფრენშაიზინგი იღებს შუა საუკუნეებიდან,როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ გააკეთა ფრენშაიზის (ფრენშაიზინგი) მსგავსი ხელშეკრულება გადასახადის შემგროვებლებთან,რომლებიც აგროვებდნენ თანხას და დაქვითულ პროცენტებს ეკლესიას უბრუნებდნენ.[2]
ეს ფაქტი,მინიჭებული პრივილეგიების სახით იყო ცნობილი.
შედარებით თანამედროვე სახით ,ფრენშაიზინგი 1800-იანი წლებიდან იწყებს ჩამოყალიბებას აშშ-ში,სადაც პირველად აღნიშნული სისტემის გამოყენება „ზინგერის“ კომპანიამ დაიწყო (singer sewing machine company) ,1898 წელს მას მოჰყვა „ჯენერალ მოტორსი“, „კოკა-კოლა“ და სხვ.[3]
ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფესვების ძიება,უფრო შეორელ წარშულიც შეიძლება.კერძოდ კი XII საუკუნეში.სავარაუდოდ,მისი წარმოშობა,სწორედ ამ ეპოქას უკავშირდება.
ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს,რომ ფრენშაიზინგი არის წარმოშობილი ინგლისური სიტყვიდან.არსებობს მეორე მოსაზრებაც.
ტერმინი „Franchise“,ქართულად - „ფრენშაიზინგი“ ფრანგული წარმოშობისაა.იგი ნაწარმოებია „Franc”-დან,რომელიც 1100 წელს იქნა პირველად გამოყენებული „სიმღერაში როლანდზე“ .ამ სიტყვით ხასიათდებოდა როლანდი,როგორც თავისუფალი,გულწრფელი ადამიანი.“Franchise” პირველად ვილჰემის კანონებში მოიხსენიება და ნიშნავდა ადამიანის თავისუფალ უფლებებს,შეღავათს,პრივილეგიას.“ფრენშაიზინგის“ მნიშვნელობა თანამედროვე გაგებით XVII-XVIII ს.ს-დან შემოვიდა,ხოლო XX საუკუნეში ჩამოყალიბდა,როგორც ხელშეკრულების დამოუკიდებელი სახე.[4]
დასკვნა
მაშ ასე,უნდა ვივარაუდოთ,რომ ფრენშაიზინგი,როგორც ტერმინი წარმოიშვა 1100 წელს და ის ფრანგული წარმოშობისაა (როგორც ტერმინი),ხოლო,ფრენშაიზინგი,როგორც სამეწარმეო საქმიანობა 1800 -იანი წლებიდან იღებს სათავეს.
ფრენშაიზინგის ფორმა საქართველოში და საზღვარგარეთ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 611-ე მუხლის თანახმად,ფრენშაიზინგის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
იტალიაში,2004 წელს მიიღეს სპეციალური კანონი ფრენშაიზინგის ხელშეკრულების რეგულირებასთან დაკავშირებით (RULES ON THE REGULATION OF FRANCHISE).სწორედ ეს კანონი განსაზღვარს იტალიაში ხელშეკრულების დადების ფორმა.ამავე კანონი ,სსკ-ის მსგავსად: ფრენშაიზინგის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.[5]
სპეციალური კანონი ფრენშაიზინგის შესახებ,ბელგიამაც მიიღო 2005 წელს,რომელიც შესაბამისად არეგულირებს ფრენშაიზას.კანონის მე-7 მუხლში ვკითხულობთ,რომ მუხლები/პუნქტები ნათლად და გასაგებად უნდა იყოს ჩამოყალიბებული.[6] თუ ამ მუხლში გაწერილ დათქმას გავითვალისწინებთ,უნდა ვივარაუდოთ,რომ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება,ბელგიაშიც წერილობითი ფორმით იდება.
ფრენშაიზინგული კომპანიები საქართველოში
ფრენშაიზინგის „ინტიტუტს“ საქართველოს კანონმდებლობაც ცნობს.არსებობს რამდენიმე კომპანია,რომელიც ფრენშაიზინგს იყებს და მათი რიცხვი,კიდევ იზრდება.
კომპანიები,რომლებიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით მუშაობენ საქართველოში:
„მაკდონალდსი“ ერთ-ერთი მათგანია,რომელიც ფრენშაიზას ხელშეკრულებით მუშაობს საქართველოში.[7]
საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულ საქმიანობას ეწევა „შერატონი“,“ჰაიტი“,“კოკა-კოლა“.პარფიუმერული სალონი „ივ-როშე“ (საფრანგეთი), „ისი-პარი“, „ვულე-ვუ“. რითეილური მაღაზიები - „ნაფ-ნაფი“, „ლინენსი“, „დავი“ , „ბატა“.ბენზინგასამართი სადგურების ქსელი - „ვისოლი“, „ლუკოილი“[8] და სხვ.
გამოყენებილი ლიტერატურა
1. ქოქიაშვილი, მ. (2009). ფრენშაიზინგი და მისი სამართლებრივი რეგულირება. თბილისი: გამომცემლობა "მერიდიანი".
2. ჯორბენაძე, ს. (1999). ფრენშაიზინგის ხელშეკრულება. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის სტამბა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. (2010). თბილისი: გამომცემლობა "ბონა კაუზა".
4. ფრენშაიზინგი. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from NATIONAL PARLIAMENTARY LIBRARY OF GEORGIA: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1217
5. Italian Senate. (2004, 04 21). RULES ON THE REGULATION OF FRANCHISE. Retrieved 04 15, 2011, from Italian Franchising Law: http://www.buyusa.gov/italy/en/272.pdf
6. Law relative to pre-contractual information in the framework of. (2005 წლის 19 12). Retrieved 2011 წლის 15 04 from Belgium - Franchise Legislation: http://www.eff-franchise.com/IMG/pdf/Belgium_-_Franchise_Legislation_on_Precontractual_.pdf
7. McDonald's International Franchising. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from M.: http://www.aboutmcdonalds.com/mcd/franchising/international_franchising_information.html
8. Sharp, A. G. (n.d.). HISTORY OF FRANCHISING. Retrieved 2011 წლის 13 04 from Reference for Business: http://www.referenceforbusiness.com/encyclopedia/For-Gol/Franchising.html
[1] ფრენშაიზინგი. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from NATIONAL PARLIAMENTARY LIBRARY OF GEORGIA: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1217
[2] Sharp, A. G. (n.d.). HISTORY OF FRANCHISING. Retrieved 2011 წლის 13 04 from Reference for Business: http://www.referenceforbusiness.com/encyclopedia/For-Gol/Franchising.html
[3] ქოქიაშვილი, მ. (2009). ფრენშაიზინგი და მისი სამართლებრივი რეგულირება. თბილისი: გამომცემლობა "მერიდიანი".გვ.8.
[4] ჯორბენაძე, ს. (1999). ფრენშაიზინგის ხელშეკრულება. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის სტამბა.გვ.3.
[5] Italian Senate. (2004, 04 21). RULES ON THE REGULATION OF FRANCHISE. Retrieved 04 15, 2011, from Italian Franchising Law: http://www.buyusa.gov/italy/en/272.pdf .article 3.
[6] Law relative to pre-contractual information in the framework of. (2005, 12 19). Retrieved 04 15, 2011, from Belgium - Franchise Legislation: http://www.eff-franchise.com/IMG/pdf/Belgium_-_Franchise_Legislation_on_Precontractual_.pdf article 7.
[7] McDonald's International Franchising. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from M.: http://www.aboutmcdonalds.com/mcd/franchising/international_franchising_information.html
[8] ქოქიაშვილი, მ. (2009). ფრენშაიზინგი და მისი სამართლებრივი რეგულირება. თბილისი: გამომცემლობა "მერიდიანი".გვ.10.
| შეფასება: |